ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა დაეჯახა, რეანიმაციულ განყოფილებაში შეყვანიდან მეოთხე დღეს გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ შილდაში თავად ახალგახრდა მამაკაცის სახოვრებელ სახლთან მოხდა, როცა ის სტუმრებს აცილებდა. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოთხდღიანი რეანიმაციული ღონისძიებებისა და ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდას თავის ტვინის მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შეჯახება მოხდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე , სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.