ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზესტაფონში ყაჩაღობის მიზნით ერთ-ერთ ოჯახში 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სოფელ ზოვრეთში მცხოვრები ერთ-ერთ ოჯახში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ყაჩაღობა სცადეს. აღნიშნული ფაქტი მეტრონომს “შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში 4 შეიარაღებული პირი გვიან ღამით შეიჭრა, რომლებსაც ნიღბებიც ეკეთათ. ისინი მუქარის ძალით თანხის წაღებას ცდილობდნენ.

ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, მათ წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, მეზობლებს საშველად ეძახდნენ და ხმაური ატეხეს. საპასუხოდ კი შეიარაღებულმა პირებმა ჰაერში გაისროლეს.

არსებული ინფორმაციით, ნიღბიანმა მამაკაცებმა გაისროლეს ბავშვის მიმართულებითაც, თუმცა მას ტყვია არ მოხვედრია.

მომხდარის დროს ოჯახში ორი შვილი, დედა და მამა იყვნენ.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....