ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ევროპული საქართველოს” წევრი ალექსანდრე ბარამიძე კორონავირუსით დაინფიცირდა

“ევროპული საქართველოს” წევრს ალექსანდრე ბარამიძეს კორონავირუსი გამოუვლინდა.

ბარამიძე მკურნალობას ბინაზე გადის და ის ახლობელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

“გუშინ დამიდასტურდა, მაგრამ ავად ვარ მე-5 დღეა. სუსტად ვარ, თავბრუ მეხვევა, ტკივილები მაქვს სხეულში, თავში.

რეკომენდაციებს ვღებულობ ახლობელი ექიმებისგან, მაგრამ ოჯახის ექიმი… მე გუშინ შევატყობინე 112-ს, რომ ასეთი სიტუაცია არის და დაგიკავშირდებათო და ალბათ დამიკავშირდება,” – აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.

დაინფიცირდა პოლიტიკოსის მეუღლეც.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო ვირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....