მთავარი ციტატა

“ხედავთ, ადამიანები იღუპებიან და ამაზე არ შეიძლება ადამიანმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოყვეს”- მეუფე გრიგოლი 

,,ჩვენ, რაც დადგენილია, ვცდილობთ, სწორედ ის ნორმები შევასრულოთ, უსაფრთხოება მაქვს მხედველობაში, რომ დაცული იყოს ადამიანები მათ შორის სასულიერო პირები. შემოდგომაც გავიდა და ზამთარი დადგა და ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან და ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამინმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოყვეს. ნუ, ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, გაივლის აუცილებლად.”

მეუფე გრიგოლი  – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა 

ამის შესახებ მეუფემ ქადაგებისას განაცხადა.

ამასთან, მეუფე გრიგოლის თქმით, თუ ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა აუცილებელი გახდა, საკითხზე იმსჯელებენ და სპეციალისტების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

იტვირთბა....