ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ტიროდა, როგორც პატარა ბავშვი, ცოლთან ერთად ყოფნა უნდოდა”- ექიმი 80 წლის პაციენტზე წერს

ჰიუსტონის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის დირექტორი იოსეფ ვერონი სოციალურ ქსელში პანდემიის პირობებში რთულ მუსაობაზე წერს და ტექსტს ფოტოსაც ურთავს. ფოტოზე ასახულია მოხუცი პაციენტი, რომელსაც ექიმი ანუგეშებს. ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ექიმი აღწერს მოხუცი მამაკაცის მდგომარეობას, რომელიც სახლში დაბრუნებასა და მის მეუღლესთან ყოფნას ნატრობდა.

„ბატონი დავინახე. იგი 80 წლამდე ასაკის იყო და ტიროდა, როგორც პატარა ბავშვი. მე შევეკითხე მას, თუ რა ხდებოდა. მან მიპასუხა, რომ თავის ცოლთან ერთად ყოფნა უნდოდა. მე ვფიქრობდი ამ კაცზე და ვფიქრობდი, თუ რამდენჯერ მინახავს ეს [სიტუაცია] – პაციენტები, ვინც ძალიან მარტოსულები და იზოლირებულები არიან. ამის გამოსწორება ძალიან რთულია. მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ გამოვასწორო ეს. როდესაც მოხუცი ხარ, როცა მიჩვეული ხარ, მაგალითად შენ ცოლთან ერთად ყოფნას და ვიღაც კოვიდსექციაში გათავსებს, სადაც არანაირი კონტაქტი არ გაქვს გარე სამყაროსთან, სადაც არავის შეუძია მოგაკითხოს და მოგინახულოს… მე ვხედავდი ეს კაცი თავს როგორ გრძნობდა. პირადად მეც, ძალიან სევდიანი ვიყავი“ – ამბობს იოსეფ ვერონი.

ექიმი სტტაიაში მედპერსონალის სამუშაო განრიგზე და რთულ პირობებზე საუბრობს. იგი BBC-თან ინტერვიუში, ყვება, თუ როგორი გადაღლილები არიან თვითონ და მისი თანამშრომლები.

იტვირთბა....