“პლებისციტი რა არის? ეს არის, როდესაც არის ჩიხი, მოდი ვკითხოთ ხალხს. ის ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩამნაცვლებელი, ეს კარგად მინდა განვმარტო. პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ შუალედური გზა რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელად. როდესაც ჩიხია, ხელისუფლება, ოპოზიცია და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ბუნებრივ გამოსავლად თვლის, რომ თქვას – მოდი ხალხს ვკითხოთ. დეტალიზაციას მე აღარ გავაკეთებ და დაველოდები ორ სამ დღეს, როდესაც ფორმალურად გვექნება პასუხი.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნულით უგულავამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ოპოზიციის საერთო პოზიციაში გათვალისწინებულია თუ არა ასევე პლებისციტის ჩატარება.
შეგახსენებთ, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ გირჩის წევრებმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვეს, რომ ოპოზიციის წიბადადებათა პაკეტში, რომელიც მათ ფასილიტატორებს დოკუმენტაციის სახით წარუდგინეს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, პლებისციტის ჩატარების შესახებაც არის საუბარი.