“სამწუხაროდ ჩვენ ეხლა ვერავის ვერაფერს შევაგონებთ, ამიტომ ვორიენტირდეთ მხოლოდ საქმეზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე. გარჩევების დრო კიდევ ბევრი იქნება!!!”
ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ამის შესახებ კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რითიც სამედიცინო სფეროში არსებულ დაპირისპირებას ეხმიანება.
ცნობისთვის, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსის მართვაში აკრიტიკებენ და მას არაპროფესიონალს უწოდებენ.