ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 4 301 პირი გამოჯანმრთელდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რიცხვმა  1 504 შეადგინა.

ბოლო 24 საათში საქართელოში სულ ჩატარდა 14 396 ტესტი.

იტვირთბა....