ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო ინფორმაცია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

საქართველოს სახალხო არტისტის, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მსახიობის კლინიკიდან გამოწერა ჯერ არ იგეგმება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა.

კავსაძის ძმის ინფორმაციით, მსახიობი ამჟამად კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„გაუმჯობესება არის. უკეთესი მდგომარეობაა. პირადად მე მასთან კომუნიკაცია არ მაქვს, რადგან ის რეანიმაციაშია და მე იზოლაციაში ვარ,მაგრამ კომუნიკაცია გვაქვს ლევან რატიანთან. გამოწერა ჯერ არ იგეგმება, არც არის საჭირო ასეთი სიჩქარე, მთავარია უკეთესი მდგომარეობაა, დადებითია ყველაფერი და სჯობს ნელ-ნელა, აუჩქარებლად მივიდეს საქმე გამარჯვებამდე“, – განაცხადა იმერი კავსაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს შეიყვანეს. მოგვიანებით მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

იტვირთბა....