„აფთიაქები ხართ ნაძირლები, იმის მაგივრად ასეთ დროს ფასები გაანახევროთ, ყველაფერზე ფასები გააორმაგეთ. ათასი ვინმე მწერს, ყოველდღე რომ 10 ლარი გვჭირდებოდა წამლებში, ახლა ვიხდით 18 და 20 ლარსო. ასეთი ღორები რამ გაგხადათ? ასეთი უგულოები? როგორ უნდა შეგერგოთ მასეთი ფული? ხელისუფლება, ხელისუფლებაო ყველა რომ ვაწვებით, ღორი და ახვარი რომ დაიბადები არსება, ხელისუფლება გიშველის?” – ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
“მინდა ვთხოვო ბატონ პრემიერს, 24 საათი რომ ნერვიულობს როგორ დაეხმაროს ამ გაჭირვებულ ხალხს, მარტივად მოგვარებადია – დაიბაროს ეს აფთიაქების შეფები და კი არ თხოვოს, მოთხოვოს, ამ დროს მაინც ფასები გააიაფონ, თორემ შემოვუშვებ ფინანსურსთქო და ეს ხომ მაინც ზუსტად ვიცით, რომ მათ დარღვევები აღმოაჩნდებათ იმდენი, რომ სულ ეყოფა პანდემიის დროს დახმარებებში რომ გადაიხადონ” – წერს ირაკლი ლატარია.