ექიმი, რომელიც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში რეანიმატოლოგად მუშაობდა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცლილი ხანში შესული იყო და ვირუსი ვერ გადაიტანა.
“ძალიან მძიმედ იყო, ასაკიანი ქალია და კორონავირუსმა დაამძიმა მდგომარეობა” – აცხადებენ საავადმყოფოში.
ცნობისთვის, ეს მესამე შემთხვევაა, როცა კორონავირუსმა რეგიონში სამედიცინო პერსონალი იმსხვერპლა. თავდაპირველად ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარების რეგიონული მენეჯერი.