ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიმართვას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მის პირად სივრცეში შეჭრისთვის პასუხს აგებენ.
„კარგად მისმინეთ ვირთხებო, წურბელებო და ა.შ ჩემი მობილური ტელეფონი უსაფუძვლოდ, ვითომ შესამოწმებლად თქვენს დაქვემდებარებულ ექსპერტიზის ბიუროში რომ წაიღეთ და ჩემს პირად სივრცეში რომ შეიჭერით, მაგაზე სამართლებრივად პასუხს აგებთ. დღესაც არ მასვენებთ და ძვრებით ვირთხებივით და ეძებთ რაღაცებს, ვერაფერს იპოვით.
თქვე დედა აფეთქებულებო ორშაბათს ვაგზავნი ყველაფერს აშშ-ის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში, სადაც სანდო ადამიანები მუშაობენ და დეტალურად დაადგენენ დაჩქარებულად, თუ საიდან ხდება ჩემს პირად სივრცეში შეჭრა და მაგაზეც აგებთ პასუხს, მაინც ვერაფერს იპოვით. ალტერნატიული კომუნიკაციებიც გამაჩნია, ასე რომ, რაც არ უნდა „იბუქსაოთ” და ხელი აფათუროთ მაღალჩინოსნებმა, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელებს, მოვა დრო და ერთად მიიღებთ სამართლის მახვილს. – წერს მიხეილ რამიშვილი.
ცნობისათვის, , რამიშვილის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით, პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.