დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმკურნალოს კოვიდინფიცირებულმა ბინაზე. როგორც მან აღნიშნა, საშიშია ნამდვილად, რომ ოჯახის წევრს არ გადაედოს ვირუსი. მისი თქმით, თუ ადამიანს აქვს ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნევა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები და ა.შ. სასურველია ექიმის დაკვირვების ქვეშ იყოს. ამის შესახებ მან სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.
„კორონავირუსული ინფექციის 85% უსიმპტომოდ და მსუბუქად მიმდინარეობს. ამ ადამიანებს არავითარი მკურნალობა, გარდა იზოლაციისა, არ სჭირდება, რომ მან კიდევ სხვას არ გადასდოს. სხვა არაფერი არ გჭირდებათ. საჭიროა ბევრი სითხის მიღება, აქტიურად სიარული სახლში ან ეზოში და დაკვირვება საკუთარ თავზე.
სწორედ ამიტომ, თუ ადამიანს თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, სახელმწიფომ შემოიღო კოვიდსასტუმროები. თუ პაციენტი ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ყოველთვის გამოინახება ადგილი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.