ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან 2 სამოქალაქტო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

უწყების ცნობით, სამოქალაქტო აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისათვის, დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან აღმართულ კედელზე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის უფლება არ მისცა.

იტვირთბა....