„მეგობრები აღარ ვართ და მინდა მათ ვთხოვო, რომ ოღონდ პარლამენტში პირველ სხდომაზე ნუ აღმოჩნდებით, მერე თუ გინდათ გვაგინეთ. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში არავინ არ შევა, მაგრამ თუკი თითო კინკილა ვინმე აღმოჩნდება ისეთი, რომ შევა, ყველა პროცესს ჰყავს თავისი იუდა და ეს ჟანრის მიხედვით საჭიროა. თუ მაინც ვინმე ამას დათანხმდება, ვერავის დაარწმუნებს, რომ ფული არ აუღია.”
გიგი უგულავა – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, 4 დეკემბერს ოპოზიციის წევრებმა საქართველოში აშშ-ის ელჩს გადასცეს დოკუმენტი, სადაც მათი მოთხოვნებია და ახლა მმართველი გუნდის პასუხს ელოდებიან.