ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სახელფასო დანამატი 1509 პროცენტით გაიზარდა?

სახელფასო სკანდალი კულტურის სამინისტროში

“მონიტორინგის ცენტრი მედიატორის” დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში კულტურის სამინისტროს დანამატებს და პრემიებს ასაჯაროვებს. როგორც ის აცხადებს, მან აღნიშნული ციფრები კულტურის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის შემდეგ მიიღო.

“სამინისტროებში დანამატების, პრემიის სკანდალთან დაკავშირებით და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ გავასაჯაროოთ კულტურის სამინისტროს დანამატები და პრემიები .

მითუმეტეს, რომ ყველაზე მეტი კითხვა ამ სამინისტროზე წარმოიშვა, ვგულისხმობთ აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებას, რომ დანამატები 1509 % გაიზარდა . იანვარი-სექტემბრის პერიოდში მხოლოდ მინისტრმა და მისმა სამმა მოადგილემ დანამატის და პრემიის სახით 137 215 ლარი მიიღეს. ამას თუ დავუმატებთ ყოველთვიურ სარგოს გამოდის, რომ მაგალითად, მანანა ბერიკაშვილის ანაზღაურებამ მხოლოდ აპრილის თვეში 9000 ლარს მიაღწია, ისევე, როგორც დანარჩენი ორი მოადგილის შემთხვევაში. დეპარტამენტის უფროსების და მათი მოადგილეების დანამატმა და პრემიამ ჯამში 319 000 ლარს გადააჭარბა. დეპარტამენტის დირექტორის ანაზღაურება თვიდან – თვემდე ( სარგო, დანამატი, პრემია) ჯამში 7000 ლარიც ყოფილა. სამმართველოს უფროსების დანამატმა და პრემიამ ამ პერიოდში 248 340 ლარი შეადგინა. მათი ანაზღაურება გარკვეულ თვეებში 5000 ლარს აჭარბებს. ეს კვლევა განხორციელებულია კულტურის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე  – წერს ლევან ხაბეიშვილი.”

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ლაშა თორდიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს. უფრო მეტიც, იგი ამბობს, რომ სამინისტროში ხელფასებიც და პრემიებიც შემცირებულია.

არადა, თუკი აუდიტის სამსახურის დასკვნას გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ თუკი ხელფასები შემცირდა დანამატები ისეა გაზრდილი, რომ საბოლოო ციფრი შთაბმეჭდავად გამოიყურება.

ნუკი მჭედლიშვილი

იტვირთბა....