aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს თუ რატომ აპირებდა თანამდებობის დატოვებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2” -ის ეთერში განმარტა თუ რატომ აპირებდა თანამდებობიდან გადადგომას.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მას ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან მუშაობით კმაყოფილია.

“დიახ, კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკული შენიშვნები, დაპირისპირებები, მაგრამ მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინათ, სხვა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია.

კმაყოფილი, მე თუ მკითხავთ პირადად, არ ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. ოფიციალური განცხადება მქონდა დაწერეილი. მიზეზი სხვადასხვა ფაქტორები იყო, ძირითად ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ 10 წელია შენობა არ გვაქვს და არაადამიანურ პირობებში გვიწევს მუშაობა. კოვიდის ფლაგმანი ვიყავით, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესი.

შენობის პრობლემა 10 წელი ვერ გადაჭრა ვერავინ, ახლა პრემიერმა გადაჭრა, მთავრობა ჩაერია და მთვრობამ გადაჭრა. შემდეგ დავრწმუნდი, რომ არ შეიძლებოდა მიტოვება ამ პროცესის.

პრემიერი იყო ძალიან ეფექტური, მინიმუმ პირველი 7 თვის განმავლობაში, მან გამოავლინა კრიზისმენეჯერის საუკეთესო თვისებები და ასევე ოპერატიულად გადაწყვიტა ჩვენი შენობის ბედი,“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

იტვირთბა....