მთავარი ციტატა

“შეცდომები იმას არ მოსდის, ვინც არაფერს აკეთებს, დანარჩენი ყველაფერი შედეგებით იზომება”- იმნაძე

“ევროპაში, ამერიკაში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველგან ასეთი ვითარებაა. რა შეცდომა დაუშვეს ევროპის ქვეყნებმა?! ნახეთ, რა ხდება ჩვენზე ასჯერ უფრო განვითარებულ მდიდარ ქვეყნებში, იგივე სიტუაციაა. რითი განსხვავდება ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია ევროპის ქვეყნებისგან?! შეცდომები იმას არ მოსდის, ვინც არაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი შედეგებით იზომება. შედეგები გამოჩნდება მაშინ, როცა ეპიდემია დამთავრდება.”

პაატა იმნაძე –  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  დირექტორის მოადგილე

ამის შესახებ პაატა იმნაძემ “პრაიმტაიმთან” განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, პანდემიის მართვის პროცესში დასვებული იყო თუ არა შეცდომები.

მისივე თქმით, ირუსის გავრცელებას ასეთი მასშტაბები არ ექნებოდა, ყველას რეგულაციები რომ დაგვეცვა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 126 904 გამოჯანმრთელდა, 1 425 კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....