საქართველო ახლა არის ეპიდემიის გავრცელების პიკზე, ეს იმას ნიშნავს, რომ კვირაში 100 ათას მოსახლეზე 100-ზე მეტი ადამიანი ხდება ავად. ნიღაბის ტარების შეფასება არის ასეთი: ჩვენთან მოსახლეობის, დახლოებით, 55-60% მოიხმარს სწორად ნიღაბს. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 95% ნიღაბს სწორად გაიკეთებს, ავადობა 70%-ით შემცირდება.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ “პრაიმტაიმთან” განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 126 904 გამოჯანმრთელდა, 1 425 კი გარდაიცვალა.