დიდ ბრიტანეთში, ბრისტოლთან ახლოს მდებარე წყლის ფილტრაციის ცენტრში აფეთქება მოხდა.
როგორც Euornews წერს, მომხდარს 4 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
მედიასაშუალების ცნობით, სამართალდამცველები ამბობენ, რომ აფეთქება კომპანია Wessex Water-ის შენობაში, ბიოლოგიური ნივთიერებების საცავში დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ შემთხვევის ადგილზე, სახანძრო და პოლიციის მანქანებთან ერთად, სასწრაფო დახმარების, სულ მცირე, 10 მანქანა მიემართებოდა.
პოლიციის ინფორმაციით კი, სამაშველო ოპერაციას სახანძრო სამსახური ხელმძღვანელობდა.