ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„არაფორმალურად დასაქმებულებს მიეცეთ კომპენსაციის მიღების საშუალება“ – ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერს 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ქვეყნის პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას თხოვნით მიმართავს – გაითვალისწინოს არაფორმალურად დასაქმებულთა მძიმე სოციალური მდგომარეობა და მათაც მიეცეთ თვითდასაქმებულთათვის გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების საშუალება.

როგორც , ირაკლი პეტრიაშვილი განმარტავს, 300 ლარიანი კომპენსაციების მიღების შესაძლებლობა (შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით) ექნებათ მხოლოდ რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს და იმ პირებს, რომლებსაც ჰყავთ დამქირავებელი/ ობიექტის მფლობელი (მაგალითად ბაზრობის ადმინისტრაცია).

რაც, მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული ან არ მუშაობს რეგისტრირებულ ორგანიზაციაში ვერ მიიღებს კომპენსაციას.

ამასთანავე, პროფკავშირების თავმჯდომარის განცხადებით, არაფორმალურად დასაქმებულთა შემოსავლები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ქვეყანაში.

„ისინი წარმოადგენენ დასაქმებულთა ყველაზე დაჩაგრულ ნაწილს, რომლებსაც არ აქვთ ბაზისური შრომითი უფლებებიც კი და ვერ სარგებლობენ შრომისა და სოციალური დაცვის მინიმალური სტანდარტებით. ასეთი ყოფა კი განპირობებულია იმით, რომ მათ არ შეუძლიათ იშოვონ ფორმალური სამსახური და ამის გამო ეწევიან იმ არსებობისთვის აუცილებელ საქმიანობას, რის შესაძლებლობასაც მათ აძლევს შრომის ბაზარი“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ირაკლი პეტრიაშვილის პოზიციით და თხოვნით პრემიერს დღეს, 4 დეკემბერს გაეგზავნა.

ინფორმაციისთვის, 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო.

როგორ უნდა მიიღოთ 300 ლარიანი კომპენსაცია

 

იტვირთბა....