ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ნატო უკრაინასა და საქართველოს თავის საქმიანობისკენ ექაჩება და რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარიას განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო აქტიურობით მოსკოვი შეშფოთებულია.

როგორც ზახაროვამ განაცხადა, ბულგარეთსა და რუმინეთში ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ხორციელდება და მათ ტერიტორიებზე თავდასხმითი იარაღის განთავსება ხდება.

“სამხედრო წვრთნების სცენარი კი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმასაც მოიცავს,” – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მოსკოვს შეშფოთების საფუძველს აძლევს და იძულებულს ხდნის ქვეყანას, გაითვალისიწნოს ალიანსის მზარდი სამხედრო საქმიანობა.

“ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ იძულებულნი ვართ გავითვალისწინოთ ალიანსის მზარდი სამხედრო საქმიანობა. შავი ზღვის რეგიონს სანაპირო ქვეყნების ძალების საშუალებით მშვიდობის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება აქვს. ახალი აქტორის გამოჩენა, რომელიც საუკეთესო განზრახვით არ არის მოსული, არყევს რეგიონალურ სტაბილურობას,“ – აღნიშნა ზახაროვამ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ “ნატო უკრაინასა და საქართველოს თავის საქმიანობისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის.”

იტვირთბა....