ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

5 დეკემბრიდან, რუსეთი მასობრივ კოვიდვაქცინაციას იწყებს

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, 5 დეკემბრიდან, მასობრივი კოვიდვაქცინაცია დაიწყება.

Meduza-ს ინფორმაციით, პირველ რიგში, მასწავლებლები, ქალაქის სოციალური სამსახურის თანამშრომლები და ექიმები აიცრებიან.

მედიასაშუალების ცნობით, ვაქცინაციის მისაღებად ჩაწერა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.

რუსეთმა Covid-19-ის საწინააღმდეგო 2 ვაქცინა დაარეგისტრირა – „სპუტნიკ V“  და „ეპივაკორონა“.

ორივე მათგანი გამოცდის მესამე ფაზას გადის – სპუტნიკ V -ს შემქმნელები 95%-იან ეფექტურობაზე საუბრობენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიცე-პრემიერს, ტატიანა გოლიკოვას ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყება დაავალა 2 დეკემბერს დაავალა.

იტვირთბა....