ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

რა იწვევს კორონავირუსით რეინფიცირებას – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„ზოგიერთ კოვიდგადატანილს დღეს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არა“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერვაძემ განაცხადა.

როგორც მან „ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი. ისევე, როგორც ზოგიერთ კოვიდგადატანილს დღეს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არა. იყო ასეთი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდათ ანტისხეულები და შეიძლება მეორედ დაემართოთ კოვიდი. დაემართა უკვე რამოდენიმე ჩვენ ყოფილ პაციენტს. ჩვენთან დაახლოებით დადასტურებული სამი შემთხვევაა”, – განაცხადა ცერცვაძემ.

იტვირთბა....