ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ევროკავშირი საქართველოს დახმარებას უზრუნველყოფს“ – ევროკომისარი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს კარგი საუბარი მქონდა, ბოლოდროინდელ მოვლენებზე“, – ამის შესახებ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

მისი თქმით, საუბრისას ხაზი გაუსვა პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და ახალ კორონავირუსთან ბრძოლას.

„ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით. მეტი ურთიერთკავშირი ჩვენი საერთო პრიორიტეტია“ – წერს ევროკომისარი.

იტვირთბა....