ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“რატომ არ აქვს ბრალი წაყენებული სააკაშვილს დავითაშვილის წამებისათვის?” – ირაკლი კაკაბაძე

მწერალი ირაკლი კაკაბაძე კობა დავითაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

“ძალიან შავი დღე იყო ჩვენთვის. კობა დავითაშვილი, ახალგაზრდა, ენერგიით სავსე კაცი 49 წლის ასაკში რატომ უნდა წასულიყო ჩვენგან? მან პირადად დაასახელა ვინც იყო მისი წამების და ამის შემდგომ ავადმყოფობის და გარდაცვალების მიზეზი.

ყველამ კარგად ვიცით ვინ იყო ეს ადამიანი. ეს არის მიხეილ სააკაშვილი. და რატომ არ აქვს ბრალი წაყენებული მიხეილ სააკაშვილს კობა დავითაშვილის წამებისათვის? ეს საშინელი რეალობაა დღეს, რომლის შედეგებსაც ყოველ დღე ვიმკით. დაუსჯელობის სინდრომით ვიღებთ ახალ და ახალ ტრაგედიებს.

მკვლელების მფარველობა არ არის დემოკრატია. დაისაჯონ კობა დავითაშვილის მწამებლები და მკვლელები” – წერს ირაკლი კაკაბაძე.

ცნობისათვის, 2 დეკემბერს, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. მას ე. წ. ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი 2017 წლის ივ­ლის­ში და­უს­ვეს. 

როგორც ცნობილია, დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ხელისუფლებამ აქცია ძალისმიერი მეთოდით დაშალა. დავითაშვილი წყლის ჭავლით დაშავდა.

იტვირთბა....