ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საქართველო ჯანრთელობის უსაფრთხოებისა და პანდემიასთან ბრძოლის ეფექტურობით მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა

საერთაშორისო ორგანიზაციამ SOS International ქვეყნები უსაფრთხოების ნიშნით შეაფასა და ამის ამსახველი რუკა გამოაქვეყნა.

შეფასება სამ ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მოხდა: პოლიტიკური და სოციალური უსაფრთხოება, პანდემიის დროს ჯანმრთელობის უსაფრთხოება და შემამსუბუქებელი ფაქტორები და პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის კეთებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების რისკები, ისევე როგორც, შემამსუბუქებელი ზომების ეფექტურობა.

მესამე, ანუ პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის კეთებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნაწილში საქართველო მსოფლიო რუკაზე ყველაზე მაღალი რისკის მქონე ერთადერთი ქვეყანაა.

მეორე, ანუ პანდემიის დროს ჯანრთელობის უსაფრთხოებისა და პანდემიასთან ბრძოლის ზომების ეფექტურობით საქართველო მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.

პოლიტიკური ძალადობის, სოციალური არეულობისა და ამ საკითხებთან დაკავშირებით, პანდემიის ზეგავლენის მიხედვით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არის.

ორგანიზაცია რისკის შეფასების კრიტერიუმებსა და მოცემული მაჩვენებლების მიხედვით მსოფლიო რუკას ყოველთვიურად აახლებს.

იტვირთბა....