“ულტიმატუმი არ არის. ერთი მხრივ გვაქვს ბოიკოტი, მეორე მხრივ შეთავაზება. ულტიმატუმით არ ვსაუბრობთ. გვაქვს შეთავაზება, ასევე „ქართული ოცნებისთვის” კრიზისის დაძლევის ხედვა გვაქვს გაგზავნილი. ბოიკოტი, მართალია, გვაქვს და ფეხს არ ვუცვლით ამ ბოიკოტს განსაკუთრებით ჩვენი პარტია, მაგრამ მზად ვართ შევხვდეთ.”
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების ლიდერი
ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებთან “ლელოს” ოფისში ოპოზიცის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იის თქმით, ოპოზიცია მმართველი გუნდთან გასამართი მოლაპარაკებების წინ შეიკრიბა, რათა მესამე რაუნდის წინ ერთიანი და შეჯერებული პოზიცია ჰქონდეს.
გახარიამ დღეს, ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბიუჯეტის საპარლამენტო რეჟიმში განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ. პრემიერმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა .