aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვაქცინის დროულად შემოტანისთვის გარკვეული თანხები უკვე გადავიხადეთ”- გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ვაქცინის დროულად შემოტანისთვის გარკვეული თანხები უკვე გადახდილია.

“მოგეხსენებათ, საქართველო გახლავთ კოვაქს პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ გარკვეული თანხები უკვე გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე, ის ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად”, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მთავრობას შეკვეთა უკვე გაფორმებული აქვს და წინასწარ  4,5 მილიონი დოლარიც უკვე გადაუხადა. ამასთან, თავდაპირველად ქვეყანაში ვაქცინა 700 000 მოქალაქისთვის შემოვა, პირველ ეტაპზე კი რისკჯგუფების წარმმადგენლების ვაქცინაცია მოხდება.

იტვირთბა....