ირანმა ოფიციალურად მიიღო დადგენილება, რომლითაც გაეროს საინსპექციო სამუშაოების განხორციელების ნებართვა ჩამოერთმევათ ბირთვულ ობიექტებზე, რის ფონზეც ოფიციალური თეირანი დაიწყებს ურანის გამდიდრებას.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს ურანის გამდიდრებას 20%-ით. კანონმდებლებმა წამოაყენეს მოთხოვნა, რომ თუ ირანის მიმართ 2015 დამაზიანებელი სანქციები ევროპის მიერ არ გაუქმდება 2 თვის ვადაში, ისინი დაარღვევენ შეთანხმებას და სწრაფი ტემპით დაიწყებენ ურანის გამდიდრების პროგრამას. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმებით ურანის წარმოების ზღვარად თეირანისთვის განისაზღვრა 3.67 %.
აღნიშული საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი მოჰსენ ფახრიზადე იქნა მოკლული. გამოძიებით დაადგინეს, რომ აღნიშულ ოპერაციაში მოსადი და ებრაული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი.
ოფიციალური თეირანი 2 თვეს აძლევს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მონაწილე ევროპელ ხელმომწერ მხარეებს, რათა შეამსუბუქონ სანქციები ირანის ნავთობისა და ფინანსური სექტორის მიმართ, რომლებიც მას შემდეგ იქნა დაწესებული, რაც ამერიკამ დატოვა შეთანხმება 2018 წელს.
მათი ულტიმატუმის თანახმად, თუ სანქციები დაწესებულ ე.წ დედლაინამდე – საბოლოო ვადამდე არ იქნება მოხსნილი, ირანი დაიწყებს ურანის 20 %-ით გამდიდრებას და ახალი , თანამედროვე ცენტრიფუგების დაყენებას, რომლებიც ურანის გასამდიდრებლად იქნება გამოყენებული ნატანზისა და ფორდაუს ბირთვულ ობიექტებზე. ირანი აგრეთვე შეზღუდავს გაეროს ინსპექტორთა ვიზიტებს ბირთვულ ობიექტებზე.