ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში კორონავირუსისგან 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა

“ჩვილი მკურნალობის და მონიტორინგის ქვეშ ათი დღე იმყოფებოდა” – კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა, 50 დღის ჩვილი გამოჯანმემრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

“კლინიკა ბომონდი”-ს პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით-სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, სადაც კორობავირუსის დადასტურების შემდეგ, სამკურნალოდ “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადმოიყვანეს.

ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის. 13 სექტემბრიდან დღემდე კი განყოფილება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 129 ბავშვს მოემსახურა.

იტვირთბა....