„დაახლოებით 25 მემანქანე დაინფიცირდა. სამწუხაროდ, კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის მემანქანე, თანამდებობის პირი, ექიმი, დედაქალაქის მერი და ა.შ. ეს არის უხილავი მტერი და ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მეც და თქვენც… მერიის მხრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გატარებული იყო”.
კახა კალაძე, დედაქალაქის მერი
ინფორმაციისთვის, 2 დეკემბერს, Covid-19-ით მეტროს მემანქანე გარდაიცვალა.