“მე ვსაუბრობ 18 ჰოსპიტალზე ქვეყნის მასშტაბით და ამ წუთის მდგომარეობით, დატვირთვა კოვიდის მდგომარეობით, არის 80/81%, რაც იმას ნიშნავს, რომ 19% საწოლების თავისუფალია” – ამის შესახებ “ევექსის-ჰოსპიტალების” გენერალური დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა “დღის კურიერში” განაცხადა.
მისივე თქმით, მათ კლინიკებში საწოლებისა და ექიმების დეფიციტი არ არის. როგორც მინდიაშვილმა აღნიშნა, “ევექსის” კლინიკებში საწოლების 19% თავისუფალია, ხოლო 8 000-მდე თანამშრომელი კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა.
“შეიძლება ერთ რეგიონში მეტი იყოს დატვირთვა, მეორეში ნაკლები. ამიტომ საფრთხილოდ არის ამაზე სასაუბრო. ყოველდღიურად ჩვენი ქსელიდან ეწერება 120/130 პაციენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად ბრუნვაშია და დღის განმავლობაში თავისუფლდება 120/130 საწოლი და ჩვენ შეგვიძლია ყოველდღე ამ რაოდენობის ახალი პაციენტი მივიღოთ.
კარგი ის არის, რომ 800-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია და დაბრუნდა სამუშაო ადგილებზე. დაახლოებით 400 თანამშრომელი რჩება, რომელიც არის აქტიური კოვიდინფიცირებული და სამწუხაროდ, ჩვენი 6 თანამშრომელი გარდაიცვალა”, – განაცხადა “ევექსი ჰოსპიტლების” გენერალურმა დირექტორმა.