ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მსუბუქი ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა – ავარია გურჯაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ავტოავარიის შედეგად 1 პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებული, სხეულის დაზიანებით, გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით  დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....