ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

“კორონაპანდემიის გამო არაერთმა სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი”- პროფესორი ოთო აბესაძე ინიციატივით გამოდის

პროფესორი ოთო აბესაძე სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების დასახმარებლად ინიციატივით გამოდის და კერძო ბიზნესს მიმართავს.

აბესაძე კერძო კომპანიების წარმომადგენლებს სთავაზობს, წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის გამო სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ, დააფინანსონ, რასაც შემდგომ მათივე ორგანიზაციაში მუშაობით გამოიმუშავებენ. ამის შესახებ ოთარ აბესაძემ “ფეისბუკგვერდზე” პოსტი დაწერა. “მეტრონომი” მეტი დეტალის გასარკვევად აბესაძეს დაუკავშირდა.

აბესაძე “მეტრონომთან” მის ინიციატივას განმარტავს, რაც უივერსოტეტებთან კერძო ბიზნესის თანამშრომლობას მოიაზრებს. აბესაძის თქმით, კერძო ბიზნესს შეუძლია, ხელშეკრულების საფუძველზე, შერჩეულ სტუდენტებს გადაუხადოს სწავლის საფასური,  ხოლო სტუდენტები სწავლის დასრულებისთანავე ან პარალელურად დასაქმდებიან მათივე კომპანიებში და ამით დაუბრუნებენ თანხას.

“მე ყველა უნივერსიტეტის პოლიტიკის შესახებ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან, არ ვიცი, სხვაგან რა ხდება. მე შემიძლია ვთქვა, რა ხდება იმ უნივერსიტეტებში, სადაც მე ვასწავლი. ეს არის- კავკასიის უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტი და სეუ. ამ უნივერსტეტებმა სტუდენტებს მაქსიმალური შეღავათი გაუკეთეს. დაუწესეს 12-თვიანი გადახდის გრაფიკი და ამით შეუქმნეს ყველანაირი შეღავათი სტუდენტებს. უბრალოდ, მეტს ფიზიკურად ვერ შეძლებენ, ამ სასწავლებლებსაც თავიანთი ფინანსური ვალდებულებები აქვთ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წინაშე და ფიზიკურად აღარ აქვთ რესურსი.

მე აშშ-ში მუშაობის პერიოდში მქონდა გამოცდილება, რომელიც მინდა გადმოვიტანო საქართველოში. ეს გულისხმობს კომპანიების თანამშრომლობას უნივერსიტეტებთან, სადაც ისინი მოახდენენ ფულის დაბანდებას, გადახდას მათ მიერ შერჩეულ კადრებში, რის შემდეგაც მათი სამუშაო ასაკის მიღწევის შემდეგ სტუდენტები ავტომატურად საქმდებიან და იწყებენ ამ “ვალის” დაბრუნებას. ამას ინვესტიცია დავარქვათ. რა თანხაც გადაუხადა კომპანიამ, სტიდენტმა უნდა გამოიმუშავოს მისი მუშაბით და დააბრუნოს თანხა,”- აცხადებს აბესაძე.

აბესაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე  ეს ინიციატივა შეეხება აღნიშნული ოთხი უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებსაც თავად ასწავლის და მათზე პასუხისმგებლობასაც თავად იღებს.

“ვინიდან ეს არის ჩემი პირადი ინიციატივა, მე ამით ვახდენ ჩემი სტუდენტების დაფინანსებას. მე სხვა სტუდენტებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, რადგან სხვებს არ ვიცნობ და მათი შესაძლებლობების შესახებ არ ვიცი. მე ამით ვეხმარები ჩემს სტუდენტებს. ძალიან გამიხარდება, თუ ამ პრაქტიკას დანერგავენ სხვა უნვერსიტეტებსა და ფაკულტეტებზეც. ეს პრაქტიკა დანერგილია შეერთებულ შტატებში და თუ საქართველოშიც დაინერგება, დაიწყებენ მოლაპარაკებებს კერძო ბიზნესთან იმ კომუნიკაციით, რომ კერძო კომპანიამ “დაუკვეთოს” კადრები უნივერსიტეტებს და ამაში ფული გადაიხადონ. თუ ამ ტიპის კომინუკაციას სახელმწიფოც წაახალისებს, ჯეკპოტს მოვიგებთ და ჩემი ოცნება ასრულდება,”- ამბობს აბესაძე.

აბესაძის თქმით, ამ პროგრამაში მოსახვედრად შეირჩევიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება და მაღალი შეფასება აქვთ, რაც სხვა სტუდენტებსაც მისცემს მოტივაციას. მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივაზე სურვილი უკვე არაერთმა ბიზნესის წარმომადგენელმა გამოთქვა და ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაც უკვე დაიწყება.

“რადგან კორონაპანდემიის გამო დაკარგეს სამსახური და ოჯახები ვერ ახერხებენ  სწავლის საფასურის გადახდას, მინდა, ეს პრაქტიკა ავაწყო საქართველოში და გაკვირვებას ვერ ვმალავ, იმდენი კერძო კომპანიისა და ბიზნესის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. ამ კვირიაში მოვახდენთ დაორგანიზებას, გადავხედავ ამ კომპანიების მოთხოვნის ბაზრებს, შემდეგ ვნახავ, ვინ მოითხოვა შეჩერება გადაუხდელობის გამო და ვის სჭირდება გახადა, მთავარი კრიტერიუმი აქ იქნება, რომ დაფინანსებული სტუდენტი იქნება მაღალი შეფასების მაჩვეებლისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე და უნდა ჰქონდეს მაღალი GPA. სწავლა დაუფინანსდება იმათ, ვისაც მართლა მაღალი მაჩვენებლი აქვს ყველა პარამეტრში. ეს იქნება სტიმული სხვა სტუდენტებისთვისაც, რომ სწავლას მოუმატონ,”- განმარტავს “მეტრონომთან” ოთო აბესაძე.

პროფესორი ამ პროექტში სახელმწიფოს როლზეც ამახვილებს ყურადღებას. როგორც აბესაძე ამბობს, იდეალური იქნება, თუ კერძო კომპანიები, რომლებიც ამ სახით უნივერსტეტებთან ითანამშრომლებენ, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

“აშშ- ის რამდენიმე შტატში არის ეს, თუ კერძო კომპანია მსგავსი ტიპის თანამშრომლობას გამოიჩენს უნივერსიტეტებთან, მათ ექნებათ სახელმწიფოსგან საგადასახადო შეღავათები. თუ ამაზე წამოვა სახელმწიფო, იდილია იქნება,”- აცხადებს აბესაძე.

კითხვაზე, პროექტში ჩართული კერძო კომპანიები სწავლის გადასახადის რა რაოდენობას დააფინანსებენ, აბესაძე ამბობს, რომ მოხდება 2020-2021 პირველი სემესტრის დავალიანების სრული დაფინანსება.

“ამ ეტაპზე დაფინანსდება სემესტრული გადასახადი. საუბარია მიმდინარე სემესტრის დავალიანების დაფარვაზე. მომდევნო გაზაფხულიდან უკვე შემსუბუქდება ეკონომიკური მდგომარეობა და მერე შეძლებენ თავიანთი გადასახადის დაფინანსებას. ახლა ამ სემესტრზე მაქვს საუბარი, ახლა რაც არის კრიტიკული მომეტი,”- აღნიშნავს პროფესორი.

ამასთან, აბესაძე ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობაზე სურვილი საკმაოდ წარმატებულმა და სოლიდური კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს. ამ ეტაპზე მათი დასახელებუსგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ერთობლივ ღონისძებას გამართავენ.

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

იტვირთბა....