ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება და ვაგონების შესყიდვა” – თბილისის მერი

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მერიას დაწყებული აქვს მეტროს განახლება და ვაგონების შესყიდვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, კალაძემ ვარკეთილის მეტრო სადგურის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიზაინის შერჩევა ვერ ხერხდება და მოუწოდებს დიზაინერებს დაეხმარონ.

“ჩვენ დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება, ასევე, ვაგონების შესყიდვა. პროცესი უკვე მიდის და ძალიან მალე ახალი ევროპული ტიპის ვაგონები იქნება. მიდის მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ ვესტიბიული, ქვედა ბაქანი არის მძიმე მდომარეობაში” – განაცხადა კალაძემ.

 

იტვირთბა....