ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები ძვირდება

ფინანსთა სამინისტროს პრესამსახური, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი მთავრობის სხდომაზე გუშინ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი განიხილეს, რომელიც  2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე  აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია.

  • ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) –  0,20 ლარის ოდენობით;
  • უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,05 ლარის ოდენობით;
  • სიგარებზე ერთ ღერზე და სიგარალებზე 20 ღერზე – 0.4 ლარით;
  • ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე –  5 ლარით.
  • ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5 დან 10 პროცენტამდე.
  • ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო  სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა,ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება –  10 ლარამდე.

მთავრობის სხდომაზე განხილვის შედეგ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება.

 

იტვირთბა....