ერთერთმა მაღაზიამ მეუფე ნიკოლოზს საჩუქრად iPhone 12 Pro Max გადასცა. თუმცა მეუფემ iPhone 12 Pro Max-ზე უარი თქვა და საჩუქრად iPhone 12 Pro აიღო. ამის მიზეზად კი მეუფემ iPhone 12 Pro Max-ის მოუხერხებელი დიზაინი დაასახელა.
როგორც მეუფებ ტვ “პირველთან განაცხადა, iPhone 10-ით ფილმი გადაიღო, რომელიც კინოთეატრ ამირანში აჩვენეს და შემდეგი iPhone-ც ამის გამო აჩუქეს.
“iPhone X-ით გადავიღე ფილმი, სამი დღე ვიღებდი, 2-საათიანია და თვითონ ამ ტელეფონში დავამონტაჟე. 10 თებერვალს, პანდემიამდე კინოთეატრ ამირანში ახლობლები დავპატიჟე. იმის თქმა მინდა, რომ iPhone X-ით გადაღებული ფილმი დიდ ეკრანზე შეიძლებოდა ენახა ადამიანს, ისეთი ხარისხი იყო. ლინზების და დამატებით რაღაცების გამოყენება დამჭირდა, iPhone 11 Pro-ს და 12 Pro-საც სამი კამერა აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ გაშლის კუთხე აქვს სხვა და სულ სხვა შესაძლებლობები აქვს. ეს ტელეფონი და 11 Pro იმისთვის მჭირდება, რომ ბევრი მასალა გადავიღო და გავახარო ხალხი.
iPhone ჩემი შინაგანი მოწყობისთვის მოსახერხებელი ტელეფონია, სხვა ტელეფონს ვერ ვიგებ, ამაზე ინსტრუქციები არ მჭირდება, სხვაზე მჭირდება”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
რაც შეეხება მის ამჟამინდელ iPhone 11 Pro-ს, მისი თქმით, ამასაც იტოვებს, ცხადია, გადაღებისთვის.
მეუფე ნიკოლოზმა iPhone-ს შესახებ რამდენიმე თვის წინ დაიწყო საუბარი. ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ მან Iphone 11 pro ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით შეიძინა. გარდა ამისა, ტელეფონს ქადაგებების გადასაღებად და საკუთარ „იუთუბ“ არხზე ასატვირთადაც იყენებს. მეუფემ მისთვის ბოლო მოდელის iPhone-ს ჩუქების სურვილი გამოთქვა.