ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუში აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპრტოტესტო აქციას მართავენ.

ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირიპირება მოხდა. დაპირისპირება აქტიცისტების მიერ ბუშტების ბოძებზე დამაგრებას მოჰყვა, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

„თორნიკე რიჟვაძეს უნდა ესმოდეს, რომ პოლიციელი მამის გამოგზავნილი ადამიანები სულ ვერ დაიცავენ და ისინი დასრულდებიან”,- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი.

აქციის მონაწილეები პროტესტს შეძახილებით- „მონები“ აგრძელებენ.

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გუშნ, პირველ დეკემბერსაც გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა.

იტვირთბა....