უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იური ვერნიდუბის კანდიდატურა განიხილება. როგორც უკრაინული გამოცემა footballgazeta წერს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება მათ შორის ერთ-ერთი 54 წლის უკრაინელი იური ვერნიდუბია.
იური ვერნიდუბი ბოლოს სოლიგარსკის „შახტიორის“ თავკაცი იყო, ხოლო მანამდე ორ გუნდში – ზაპოროჟიეს „მეტალურგსა“ და ლუგანსკის „ზორიაში“ აქვს ნამუშევარი. აღსანიშნავია, რომ მან “ზორია” ევროპა ლიგაზე გაიყვანა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვლადიმირ ვაისმა 2 კვირის წინ დატოვა.