მამა ანდრია სარია სოციალურ ქსელში პოსტს ქვეყნებს, რითიც ,,აიფონთან” დაკავშირებით მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებებს ეხმაურება.
როგორც მამა ანდრია წერს, მეუფე ნიკოლოზი “მარტო ასეთი სირეგვენის გამოა გასაგდები ეკლესიიდან.”
პოსტში მამა ანდრია პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილსაც მიმართავს და მოუწოდებს, მან მაინც უყიდოს “აიფონი” მეუფე ნიკოლოზს.
„ეს მავნებელია, შტერი და თან შეგნებულად იდებილებს თავს. მარტო ასეთი სირეგვენის გამოა გასაგდები ეკლესიიდან. ასეთი მეშჩანი და მერკანტილი ეპისკოპოსი რომ გეყოლება, რა სირცხვილია!!!! შორენა, გეხვეწები შენ მაინც უყიდე „აიფონი“ ამ პატარა ბავშვს, ბოლომდე ნუ გაანადგურებთ ღვთის სახლს!”, – წერს ანდრია სარია სოციალურ ქსელში.
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ მან Iphone 11 pro ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით შეიძინა. გარდა ამისა, ტელეფონს ქადაგებების გადასაღებად და საკუთარ „იუთუბ“ არხზე ასატვირთადაც იყენებს. მეუფემ აღნიშნა, რომ მას ერთ-ერთი მაღაზია ,,აიფონ 12-ს” აჩუქებს.