მთავარი ციტატა

“საქართველო ნატოში ახლავე უნდა მივიწვიოთ…” – ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური

“საქართველო ნატოში ახლავე უნდა მივიწვიოთ, ჩვენ ამის პრეცედენტი გვაქვს : დასავლეთ გერმანია ნატოს შეუერთდა, როდესაც გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა ჯარის ნაწილები იდგა. ასე რომ, ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, მივიღოთ ქვეყანა მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილი ოკუპირებულია.”

ბენ ჰოჯესი – ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი

ამის შესახებ ჰოჯესმა, ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ისეთი სამხედრო წვრთნების დაწყება, რომელიც ნატო-საქართველოს, ნატო-უკრაინის, ნატო-ბულგარეთის, ნატო-რუმინეთისა და ნატო-უნგრეთის წვრთნებს დააკავშირებს.

იტვირთბა....