ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ” – გერმანული ჰოსპიტალი 19 წლის გოგონას გარდაცვალებაზე

გერმანული ჰოსპიტალი 19 წლის გოგონას კორონავირუსით გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც კლინიკური დირექტორი ეკატერინე ლორია აცხადებს, პაციენტი მათთან კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.​

„ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული. უმოკლეს ვადაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო აყვანილი, დაიწყო გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება. კრიტიკული მდგომარეობის გამო, გადავიყვანეთ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.

კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ვარაუდი შეიძლება იყოს იმის, რომ მან დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას თუ ექიმს, ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში“, – განაცხადა ეკატერინე ლორიამ.

ცნობისთვის, 19 წლის თეკლა თორდია კორონავირუსით გარდაიცვალა. მას ქრონიკული დაავადება – დიაბეტი ჰქონდა, ხოლო მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადიოდა. 

იტვირთბა....