ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს გენერალურო პროკურორო! ყველაფერს საზღვარი აქვს! ამ მავნებლური და დამნაშავე საქმის გაგრძელება აღარ შეიძლება!” – ბურჭულაძე

ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გენერალურ პროკურორს მიმართავს.

აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს გენერალურო პროკურორო!

ყველაფერს საზღვარი აქვს! ამ მავნებლური და დამნაშავე საქმის გაგრძელება აღარ შეიძლება!
საქართველოს პროკურატურა ფონდ “იავნანას” წინააღმდეგ საქმის აღძვრიდან მეოთხე წელიწადს, 2020 წლის ნოემბერშიც ასე ურცხვად იგივეს იმეორებს: „ამ ეტაპზე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან დამნაშავედ ცნობილი არ არის, საქმეზე გამოძიება გრძელდება…“
ათიათასობით ბავშვი შიმშილობს ჩვენს ქვეყანაში და მათი რიცხვი ყოველდღე იზრდება. ამ დროს, მხოლოდ იმიტომ რომ მავნებელ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნოს, პროკურატურა „იავნანას“ საქმეს ისევ არ ხურავს.
ბატონო შოთაძევ, ეს პანდემია მინიმუმ ერთი წელი გაგრძელდება და მას მოჰყვება კიდევ რამდენიმე უმძიმესი წელი. ნუთუ იმიტომ, რომ თქვენი და თქვენი თანამშრომლების შვილები არ შიმშილობენ, გგონიათ სხვისი შვილებიც კარგად არიან? თუ ასე არ ფიქრობთ, გეყოთ გონიერება და დახურეთ „იავნანას“ საქმე, რათა შეძლონ საზღვარგარეთიდან ჩვენი ფონდის მეგობრებმა დახმარების გაწევა. შეუძლებელია უცხოელებს ვინმემ აუხსნას, რომ პროკურატურაში შეკვეთილი საქმე არის აღძრული, რადგან ოლიგარქმა ოთხი წლის წინ ასე მოისურვა. იმისთვის, რომ ფონდი ამუშავდეს საქმის დახურვიდან 6-7 თვე იქნება საჭირო, რაც უფრო გაწელავთ, ამ პანდემიის ფონზე ეს ვადაც მით უფრო გახანგრძლივდება!
საქართველოს გენერალურო პროკურორო, ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ უმძიმეს პერიოდში გამოიჩინეთ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი და დახურეთ ეს საქმე, ნუ აყვებით ივანიშვილის ბოროტ ვნებებს. თქვენმა უწყებამ კარგად შეისწავლა და მშვენივრად იცით, რომ სიკეთის მეტი ამ ფონდს არაფერი გაუკეთებია. ყველა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ჩაიდინა ისტორიაში უკვე ჩაიწერა. ეს ერთი ვაჟკაცური საქციელი მაინც დაუტოვეთ შთამომავლობას, ხელს ნუ შეგვიშლით გადავარჩინოთ ის ბავშვები, ვინც ამ ვითარების გამო, ყოველ დღე უარეს გასაჭირში ვარდებიან, გადავარჩინოთ ვიდრე უბედურება დაატყდებათ თავს.
კიდევ ერთხელ, არც მოგიწოდებთ და არც გთხოვთ, არამედ მოვითხოვ, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, გონს მოდით, ნუ დააყენებთ კითხვის ქვეშ ბავშვების სიცოცხლეს!” – წერს პაატა ბურჭულაძე

იტვირთბა....