სტიგმა ადამიანებს აიძულებს დამალონ დიაგნოზი, არ მიმართონ მკურნალობას დროულად, ბევრმა არც იცის, ავად რომაა – ამის შესახებ, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ განაცხადა.
ფანჯიკიძე შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„დღეს შიდსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა, შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა და ამ დღისთვის ვიდეორგოლში უნდა მიმეღო მონაწილეობა. ის დღე იყო, წითელი ღვინო რომ ზედმეტი მომივიდა, მერე რომ ყავა დავაყოლე, რომ არ მიშველა და ჩემი ჭკუით პასუხისმგებლობამოკრებილი მაინც წავედი ჩასაწერად.
ხოდა ვერ ჩავწერე. არ ვიყავი ადეკვატური, არ მესმოდა, ვერ ვხედავდი და ტექსტს ვერ ვუყრიდი თავს. ხოდა აქედან, ახლა, სოლიდარობას ვუცხადებ კამპანიას, შიდსიც პანდემიაა, სტიგმა ადამიანებს აიძულებს დამალონ დიაგნოზი, არ მიმართონ მკურნალობას დროულად, ბევრმა არც იცის, ავად რომაა, არადა დროულად აღმოჩენით, ხანგრძლივი და მშვენიერი სიცოცხლეა შესაძლებელი. ბევრი რამ გვიტევს ადამიანებს განსაცდელის სახით, მაგრამ არ დავნებდეთ, შევუტიოთ ჩვენც”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.