ტყიბულში, საქნახშირის 55 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
Infotkibuli-ს ინფორმაციით, ქალაქში საჯარო სამსახურები და სხვა ორგანიზაცია-დაწესებელებების ნაწილი დისანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაოაბა შეჩერებულია.
გამოცემის ცნობით, ტყიბულში დღემდე 565 დაინფიცირებული პირია აღრიცხული, 493 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო 251 – გამოჯანმრთელდა.
ტყიბულის მერიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახური კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას რეკომენდაციები და თუ აუცილებელი საჭიროება არ დგას დარჩეს სახლში.