მთავარი ციტატა

“ხელისუფლება დასაკავებელი და დაკავებული ადამიანებით ვაჭრობს”- მელია გვარამიაზე

“ამ რეჟიმს, მოსვლის დღიდან ხელისუფლება ჰგონია პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დევნოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია. ამის ილუსტრაციაა ბატონი გვარამია. ხელისუფლება დასაკავებელი და დაკავებული ადამიანებით ვაჭრობს. მათ საწინააღმდეგოდ ისედაც გადაჭიმული ზამბარა კიდევ უფრო დაიჭიმება ამით და ზამბარას უკუგება ძალიან მტკივნეული ექნება.

ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი

აღნიშნულით მელია “ფორმულასთან” მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში დაბარებას გამოეხმაურა.

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 7 დეკემბრიდან, მისი საქმის განხილვის განახლების შესახებ სასამართლოდან აცნობეს. მისივე ვარაუდით, ამ საქმეს მმართველი პარტია “სავაჭრო თემად” გამოიყენებს ოპოზიციასთან პოლიტიკური მოლაპარაკებების დროს.

იტვირთბა....