ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართველები გეგმავენ სადგურის შეკეთებას და აფხაზეთს ელექტროენერგია არ ექნება” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, ქართული მხარე ენგურჰესის რემონტს გეგმავს და სწორედ ამიტომ აფხაზეთს ელექტროენერგია არ ექნება. ამის შესახებ გამოცემა ekhokavkaza წერს.

დე  ფაქტო პრეზიდენტმა ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიღების საკითხზე ესაუბრა. ამასთან, ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკის ე.წ. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსული ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლოა აფხაზეთისთვის დეკემბერში დაიწყოს.

„რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღება ცხადია დამატებით ხარჯს უკავშირდება. ელექტროენერგიის ნაკადის მიღების გამო ჩვენ რუსეთის მიმართ ფინანსური ვალდებულება გვაქვს. ქართველები გეგმავენ სადგურის შეკეთებას 2021 წლის თებერვლიდან მარტამდე. ელექტროენერგია არ იქნება. ვინ უნდა დაგვეხმაროს? რუსეთი გვეხმარება, მაგრამ ამ დახმარებაზე მოლაპარაკება უნდა განხორციელდეს ” – აღნიშნა ბჟანიამ.

იტვირთბა....