ახალი ამბები მთავარი ციტატა

“უნდა ჩატარდეს კლინიკური აუდიტი და გაირკვეს, სად იყო ჩავარდნა” – ზოიძე 19 წლის გოგოს დაღუპვაზე

„ეს შემთხვევა უნდა გაირჩეს პროფესიონალების მიერ. უნდა ჩატარდეს ე.წ. კლინიკური აუდიტი და გაირკვეს, სად იყო ჩავარდნა, იყო ეს პირველადი ჯანდაცვის სისტემის, სასწრაფოს თუ ჰოსპიტალის რგოლის ხარვეზი, რამაც საბოლოო ჯამში, ამ შედეგამდე მიგვიყვანა. კლინიკურმა ჯგუფმა კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებს. ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, უნდა შერბილდეს კიდევაც სტაციონარიზაციის კრიტერიუმები, იმისთვის, რომ ადამიანები კლინიკაში მოხვდნენ. ასეთი ოპტიმალური ვარიანტი სწორედ პროფესიონალებმა უნდა შეიმუშავონ.”

აკაკი ზოიძე – ჯანდაცვის ექსპერტი.

ცნობისათვის, 20 ნოემბერს 19 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა. 

იტვირთბა....