ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ დიაბეტი რთულად სამართავია, ინფიცირებულს მეტი ყურადღება სჭირდება” – ინფექციონისტი

„არიან ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი მაგრამ ბინაზე იმართებიან. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების დროული შეფასება. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად რთული სამართავია დაავადება და რამდენად იმყოფებიან პაციენტები მათი მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დიაბეტი, ერთმნიშვნელოვნად, სტაციონარიზაციის კრიტერიუმი არ არის, თუმცა თუ დაავადება რთულად სამართავია, პაციენტს მეტი ყურადღება სჭირდება“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია პაციენტებს პირველად ჯანდაცვის სისტემის ექიმთან მუდმივი კომუნიკაციის საშუალება ჰქონდეთ. როგორც მან აღნიშნა, სტაციონარიზაციის კრიტერიუმები მკაცრად და მკაფიოდ უნდა გაიწეროს და პირველადი ჯანდაცვის სექტორი უნდა გაძლიერდეს.

„ხშირ შემთხვევაში პაციენტებთან გვიან ხდება კომუნიკაცია. როცა პაციენტების შეფასება დაგვიანებულია, არის შემთხვევები, რომლებიც ფატალურად მთავრდება. აუცილებელია პაციენტებს მიეცეთ საშუალება, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეთ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთან, რათა შეფასდეს მათი მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს გარდა, კერძო სადაზღვეო სექტორის ექიმებიც მეტად უნდა ჩაერთონ ამ პროცესში“ – განაცხადა ექიმმა.

ცნობისათვის, 20 ნოემბერს 19 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა. 

 

იტვირთბა....